- Advertisement -

“ნაცმოძრაობა” ბათუმის მერიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს, მერია ბრალდებებს უარყოფს

"ნაცმოძრაობა" ბათუმის მერიას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია რუსეთში, კერძოდ კარელიის რესპუბლიკაში ჩანიშნულ ღონისძიებაში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობაზე, რომელიც ბათუმისა და რუსთავის მერიის პარტნიორობით ხორციელდება, ფორუმი კი პუტინის ფონდის მხარდაჭერით იმართება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მაშინ როცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ მიუღია ქართულ მხარეს და რუსეთი აგრესიულ ოკუპაციას აგრძელებს პუტინის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაში ქართველების მონაწილეობა ანტისახელმწიფოებრივია.

"რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კარალის რესპუბლიკაში 2018 წლის 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით კულტურული ღონისძიებები გაიმართება. კულტურული ღონისძიება პუტინიდ ფონდის მიერ ფინასდება და ამ ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი გახლავთ ქალაქ ბათუმის მერია, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენი მოკლული თანამემამულე არჩილ ტატუნაშვილი ცხედარი ჯერ კიდევ ოჯახს არ მიუღია. აგრესუა ჩვენს ქვეყანაზე გრძელდება და ბათუმის მერია ანტისახელმწიფოებრივ, კოლაბორაციონალისტურ ქმედებებს და პარტნიორდ გვევლინება პუტინის მიერ დაფინასებული ღონისძიების. ეს არის სამარცხვინო და საგანგაშო ფაქტი. მოვითხოვთ, რომ ქალაქ ბათუმის მერიამ ამგვარი ნაბიჯებისგან ხელი აიღოს და სახელმწიფო უწყებებმა რეაგირეაბ მოახდინოს",- აცხადევს მირდატ ქამადაძე.

აღნიშუნული ინფორმაცია კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოცკის კულტურის ვებგვერდზეა განთავსებული. რომლის მიხევითაც 2018 წლის 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება ფორუმი სახელწოდებით " რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ".

ოპოზიციის ბრალდებებს ბათუმის მერიააში უპასუხეს. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას დეზინფორმაციას უწოდებენ.

"ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის მერია პარტნიორი და დამფინანსებელია პროექტის – ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, არ შეესაბამება სიმართლეს.

ბათუმის მერია ემიჯნება მსგავსი ტიპის დეზინფორმაციას. 

მერიის მხრიდან დაუყოვნებლივ გატარდება შესაბამისი ზომები ვებგვერდზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორების მიზნით" – ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...