- Advertisement -

“ნაცმოძრაობა” ბათუმში აღმაშენებლის ძეგლის განთავსებაზე: მარშის ხელის დაქნევით მოქმედებთ

ბათუმის საკრებულო დღეს განიხილავს დავით აღმაშენებლის ძეგის განთავსების საკითხს, რასაც ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა ოპოზიციისგან. კერძოდ "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ უმრავლესობამ საკითხი ერთპირონულად გადაწყვიტა და ბათუმელების აზრით არ დაინტერესებუკა. მირდატ ქამადაძე ასევე მოითხოვს საკითხში ურბანისტებიც ჩაერთონ.

"მარშის ხელის დაქნევით მოქმედებთ. ნეო ფაშისტურ ძალებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა სულიკო შვენთიძეც. ჯერ კითხეთ ბათუმელებს? მესმის რომ დავიტ აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაიდგას ამ ქალაქში და ამაზე არავინ დაობს, უბრალოდ აქ საეჭვო პოლიტიკური კონტექსტი იკითხება. მე მაინტერესებს შეთანხმებულხართ ერთსულოვნად და მაშინ დღევანდელი სხდომა რას ემსახურება. აბრის განთავსებას არ სჭირდებოდა შესაბამისი პროცედურა?

გაითვალისწინეთ თუ არა ბათუმელების აზრი და ურბანისტებს ჰკითხეთ თუ არა ურბანული თავლსაზრისით რამდენად შესაძლებელი იყო, მაშინ როცა იქ ოთხი მაღლივი კორპუსი დგას?? – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მირდატ ქამადაძემ.

ოპოზიციის განცხადებებს საკითხის მომხსენებელმა უოასუხა. უმრავკესობის წევრის ირაკლი პატარიძეს განცხადებით აღმაშენებკისა და ტბეკ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსება სიმბოლურია.

"ყველა შემთხვევაში ძეგლი ყოველთვის იდგმება იმ ქუჩის დასაწყისში ან დასასრულში, რომელიც მისი სახელობისაა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ტენდენციას." განაცხადა საკითხის მომხსენებელმა ირაკლი პატარიძემ.

Comments
Loading...