- Advertisement -

“ნაცმოძრაობა”: ქუთაისის მერია ავტომობილების შენახვისათვის 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

"ქუთაისის მერია მერიის ბალანსზე მყოფი ავტომობილების შენახვისათვის მიმდინარე წელს 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიამ განაცხადა.

შუშანიას თქმით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ხელისუფლება ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

აღნიშნულ თანხაზე კი მერიამ მიმდინარე წლის 14 მარტს უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც გამოავლინა.

შუშანიას თქმით, ქუთაისის მერიამ 2018 წელს ასევე გეგმავს, ჯამში 440 00 ლარის საწვავის შეძენას გეგმავს.

"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს ქუთაისის მერიას სასწრაფოდ გააუქმოს აღნიშნული ტენდერი და მოახდინოს საკუთარი ავტოპარკის, მათ შორის ძვირადღირებული ჯიპების გაყიდვა, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას. "ნაციონალური მოძრაობა" ასევე მოუწოდებს ქუთაისის მერიას უარი თქვას თანამდებობის პირებზე ავტომანქანების პერსონალური მიმაგრების მავნე პრაქტიკაზე. მიგვაჩნია, რომ მერიის ფუნქციონირებისათვის სრულიად საკმარისი იქნება ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მორიგე ავტომანქანა, რომელთა მიერ საწვავის მოხმარება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მერიას 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი,"- აცხადრბს შუშანია შუშანია.

შიშანიას განცხადრბაზე ქუთაისის მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...