- Advertisement -

“ნაცმოძრაობა” ხულოს მერიას შშმ პირებისთვის დამატებით 100-100 ლარის გამოყოფას სთხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე, მერიისაგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მიზნობრივი პროგრამიდან 100 ლარის დამატებას მოითხოვს. ჯორბენაძის განცხადებით, აღნიშნული თანხით ბენეფიციარები, მომვლელს აიყვანენ, რომელიც მათ გადაადგილებაში დაეხმარება.

ოპოზიციური პარტიის განცხადებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი „ აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, საკითხი უფრო მასშტაბურ ხასიათს ატარებს, ბულბული აბაშიძის განცხადებით საკითი კიდევ ერთხელ გადაიხედება, მოხდება მისი ხელახლა შესწავლა და ამის შემდეგ გადაწყდება თუ კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს.

Comments
Loading...