- Advertisement -

“ნაცმოძრაობის” ბათუმის ორგანიზაცია ფარულ ჩანაწერებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

აღნიშნული მოთხოვნით პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი პარტიის დეპუტატებმა გამართეს. ოპოზიცია მოითხოვს გამოძიებამ შეისწავლოს აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლების ტელეფონებიც, რადგან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბევრს მიუვიდა შეტყობინების სახით და გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატების მტკიცებით ეს ჩაითვლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.

“მოვითხოვთ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ყველამ იცის რომ ვიდეოები გავრცელდა ყველგან, ის აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, მოვითხოვთ გამოძიება დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ყველას ტელეფონი დაწყებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარით, შემოწმდეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატების ტელეფონებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლება ოპოზიციის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიად და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად”-განაცხადა გია აბულაძემ

პირადი ცხოვრების ფარული კადრების გავრცელების საქმეზე გვიან ღამით ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. ხუთ საათიანი დაკითხვის შემდეგ სამმართველოს შენობა მხოლოდ ორმა დატოვა. დები ირმა და ინგა ხუროიშვილები დაკითხვიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავებმა მთელი ქვეყნის მაშტაბით სულ 16 პირი დააკავა.

Comments
Loading...