“ნაცმოძრაობის” შელია “ევროპული საქართველოს” შელიას წინააღმდეგ – დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში ზუგდიდი დამატების თარიღი 22 მარტი, 2018 219 "პოლიტიკური მეძავი" – ასე მიმართა ენმ-ს წევრმა "ევროპული საქართველოს" წევრს ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომაზე, რამაც შემდგომ ხელჩართული დაპირისპირება გამოიწვია. ერთმანეთს ფიზილურად "ერთინი ნაცმოძრაობის" წევრი დათა შელია და "ევროპული საქართველოს" წევრი ბართლომე შელია დაუპირისპირდნენ. ყოფილ თანაგუნდელებს შორის ჩხუბის მიზეზი გახდა საკრებულოში ფრაქცია "ევროპული საქართველოს" დაფუძნება, ფრაქციის დასაფუნებლად მათ საკმარისი წევრი არ ჰყავდათ, მას შემდეგ რაც ენმ-ს ყოფილმა წევრმა გელა თოლორაიამ პარტია თვითმმართველობის არჩევნების წინა კვირას დატოვა. ენმ-ს წევრმა "ევროპული საქართველოს" წევრს "პოლიტიკური მეძავი" უწოდა. თავად "ევროპული საქართველოს" წევრმა კი ისინი პოლიტიკური კულტურით "პატრიოტთა ალიანსს" შეადარა.