- Advertisement -

“ნაცმოძრაობის” facebook live-ებს ხულოს მერის პასუხობს – დაპირისპირება კვლავ გრძელდება

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ირაკლი ჯორბენაძის მიერ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, მერი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

შეგახსენებთ, ჯორბენაძემ „როგორ იპყრობს "მეტრო" ისედაც მეტრობით დარჩენილ საქართველოს!!!“ ამ სათარით განცხადება საკუთარ facebook გვერდზე 2 დღის წინ გამოაქვეყნა, გთავაზობთ ტექსტის სრულ ვერსიას: 

„როგორ იპყრობს "მეტრო" ისედაც მეტრობით დარჩენილ საქართველოს!!! ამ რამოდენიმე დღის წინ 22 მაისს შპს "მეტრო"-ს დამფუძნებელს გალიფ ოზთურქსა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერს გოჩა მელაძეს შორის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს, რომლის ფარგლებში ოზთურქი ხულოელებს გაურემონტებს ყოფილი საავადმყოფოს შენობას მერიისათვის.

უნდა გამცნოთ, რომ აღნიშნული პროექტისათვის ოზთურქი 500 000 ლარს დახარჯავს ვითომდა სრულიად უანგაროდ. არადა ცალკე კულუარებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები აღარ ერიდებიან უკვე იმის თქმასაც, რომ ტბელ აბუსერისძის ქუჩა #1-ში მდებარე მერიის შენობში, რომელსაც ოზთურქ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცემენ ღამის კლუბი, რესტორანი, სასტუმრო და კაზინო გაიხსნება.

ოზთურქ ასევე დიდი გეგმები აქვს გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტ "გოდერძის" დასაპყრობად. მერიის შენობის რემონტის სანაცვლოდ ადგილობრივი ხელისუფლება გოდერძზე მიწების დათმობასაც კი არ ერიდება.

მინდა მოვუწოდო ადგილობრივ ხელისუფლებას შეაჩეროს 22 მაისს ხელმოწერილი ურთიერთშეთანხმების დოკუმენტის მოქმედება, რომელიც ხულოელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდაა გაფორმებული, წინააღმდეგ შემთხვევებში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა დაცვით დავიწყებთ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას მერის გადაყენების მოთხოვნით.

პ.ს. არაფერი პირადული მხოლოდ ხალხის ნების აღსრულება.

ველოდები როგორც საზოგადოების ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებას.“ წერს ირაკლი ჯორბენაძე.

ხულოს მერი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ აჟამინდელი მერიის შენობა ვინმეზე გასხვისებული არის, გოჩა მელაძეის განცხადებით კონკრეტული მიმართულება ამ ეტაპზე რომ არსებობდეს აღნიშნული შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ ხორციელდება. 

"უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ყველა ის ინფორმაცია რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს მზად ვართ მივაწოდოთ საზოგადოებას , ამასთან ოპონენტები აპელირებენ იმაზე, რომ თითქოსდა მოხდა შენობის გადაცემა 1 ლარად. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ერთადერთი ჩვენი მიზანი არის განვითარდეს ხულოს მუნიციპალიტეტის, ის ადმინისტრაციული შენობა რომელსაც კონკრეტული კომპანია ახორციელებს მშენებობას არის აბსოლიტურად უსასყიდლო, რაც შეეხება მერიის შენობას არ მომხდარა მისი ვინმეზე გადაცემა, ადგილი არანაირ გარიგებას არ ქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ არაფერი დამალული და დაფარული არ არის საზოგადოებისთვის, რაც შეეხება შემდგომში, აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული აუცილებლად ეს იქნება საჯარო ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია და ნებისმიერ დოკუმენტაციას ამის შესახებ მივაწოდებთ საზოგადოებას, წინასწარ იმაზე საუბარი თუ რა გაიხსნება ამ შენობაში ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ თუ კი გაჩნდება ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები , თუკი შემოვა ინვესტორი ადამიანი რომელიც მოუტანს სიკეთეს ხალხს ამაში მე ცუდს ვერ ვხედავ, კონკრეტული მიმართულება ეხლა რომ არსებობდეს ამ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ეტაპზე არ ხორციელდება.“ განაცხადა ჟურნალისტებთან ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ.

Comments
Loading...