- Advertisement -

ნახევარი მილიარდის ინვესტიცია აჭარაში – ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება

ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება. საუბარია აჭარისთვის გამოყოფილ ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციაზე.

ერთი თვის წინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ “აიპრესთან” დააანონსა, რომ ქობულეთში უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას აპირებდნენ.

ამბობთ, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე ვიცით რა უნდა გაკეთდესო. რის გაკეთებას აპირებთ ქობულეთში, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ტურისტული თვალსაზრისით და რომელსაც ყველა ხელისუფლება აყვავებას ჰპირდება, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

2 წლის განმავლობაში დაახლოებით  ნახევარი მილიარდის ახალი პროექტებს დავიწყებთ ქობულეთში და 5 დან 7 წლამდე ეს ციფრები უნდა გაორმაგდეს.

მოკლევადიან პერიოდში რომელი პროექტი დაიწყება? ვთქვათ რომელიც უცებ დაეტყობა იქაურობას?

ამას ჯერ საიდუმლოდ შევინახავ და რამდენიმე კვირაში დაგპატიჟებთ, როცა უკვე დავაანონსებთ.

დღეს ირკვევა, რომ ქობულეთში მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი აშენდება. აჭარის მთავრობასა და კომპანია „გრინ რეზორთს“ შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც 180 ჰექტარზე ნახევარი მილიარდი ლარის ევროპულ ინვესტიციას განხორციელდება. ტერიტორიაზე მშენებლობისას და შემდგომ ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი.
პროექტში გათვალისწინებულია გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები, ველო ბილიკი, სარბენი ბილიკი, დასასვენებელი ზონები და სათამაშო მოედნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.
პროექტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთს და აჭარის რეგიონს სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში სხვადსახვა ტიპის კვების ობიექტები, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები, ვილები.
პროექტში ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრი, პარკირება 500 ავტომობილისთვის და ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი.
სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ბრენდის მიერ.
პროექტი ხორციელდება კომპანია „გრინ რეზორთის“ მიერ „ელ & ერ“ კომპანისთან პარტნიორობით, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და არაერთი ევროპული ინვესტიცია მოიზიდა.

Comments
Loading...