- Advertisement -

ნიკოლოზ ჩიქოვანი: შუქრუთის მაღაროში შემოწმება 25 იანვარს ჩაატარდა, სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, სადც დღეს დილით მუშა გარდაიცვალა, კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჩავიდა.

ჩიქოვანმა სამძიმარი გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ მაღაროში შრომის ინსპექციამ ბოლო შემოწმება 25 იანვარს ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა.

"ვერ ვხსნით რა მოხდა, ყველა უსაფრთხოების ნორმა ადგილზე დაცული იყო. მცირე შენიშვნები რაც გამოვლინდა დეკემბრის თვეში, იანვარში უკვე გამოსწორდა. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. პერიოდულად ყოველ 6 თვეში მოწმდება შრომის ინსპექციის მიერ პირობები"- ამბობს ნიკოლოზ ჩიქოვანი.

Comments
Loading...