- Advertisement -

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლიდნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა. სახერხი დანადგარი დაილუქა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შსს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში.
 

Comments
Loading...