- Advertisement -

ნინო ბურჯანაძემ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა

ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო"-მ აჭარაში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ბათუმში მერის პოზიციაზე ომარ ფარტენაძე იბრძოლებს.
ქობულეთი – სულიკო რომანაძე
ხელვაჩაური – ვაჟა ცინცქილაძე
ქედა – ზვიად ფარტენაძე
შუახევი – რამინ ზოიძე

ხულოს მუნიციპალიტეტში ბლოკს მერობის კანდიდატი დღეს არ წარმოუდგენია.

პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "რეგიონში ყველაზე მიუკერძოებელი კანდიდატები ჰყავთ, არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გარიგებაზე არ წასულან" – აქედან გამომდინარე მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

Comments
Loading...