- Advertisement -

ნინო ბურჯანაძემ ფოთში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარადგინა

ფოთში „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და პარტიის პროგრამა წარადგინა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ღირსეული გუნდი წარმოდგენილი ფოთში. ამ ადამიანებმა იციან რომ მათი ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,ის უმსგავსობა რაც დღეს დავინახეთ _ ერთი სერიოზული წვიმის წამოსვლის შედეგად ქუჩები დატბორილია და ადამიანები გარეთ ვერ გამოდიან, ეს აღარ იქნება,ასევე აღარ იქნება ბევრი ის პორობლემა რაც ადგილობრივებს აწუხებს.მართლა ეს გუნდი იზრუნებს არა საკუთარ თავზე არამედ ფოთზე და ფოთელებზე“_ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დღეს არის ასეთი რეალობა,პატარა წამოწვიმა და ნავებით უწევს ხალხს გადაადგილება,ეს არის კატასტროფა,დიდი პოტენციის მქონე ქალაქი არ იმსახურებს,რომ პატარა წვიმის დროს დაიტბოროს“_ აღნიშნა მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ.

Comments
Loading...