- Advertisement -

ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ავთანდილ ხურციძის ოჯახისთვის სასამართლოს გადაეყვეტილება გაუგებარია. სპორტსმენის დედის, ნათელა ხურციძის განცხადებით ოჯახს მოლოდინი ქონდა რომ ხურციძეს გაათვისუფლებდნენ.

"ველოდებოდი რომ ჩემს შვილს გაათავისუფლებდნენ, არანაირი საფუძველი არ არსებობს რომ ის დაკავებული იყოს. ალბათ სეციალურად აკეთებენ რომ ჩემს შვილს მის მოწინააღმდეგესთნ არ ეჩხუბა, იმედი მაქვს რომ დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლებენ. სადაც ვარჯიშობდა იქ ეძინა, კრიმინალი ასე მოიქცეოდა? ოთხი ქამარი აქვს სახლში"- აცხადებს სპორტსმენის დედა ნათელა ხურციძე.

დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, 2017 წლის ივლისში 15 ქართველთან ერთად დააკავეს. მათ „რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში“ ადანაშაულებენ.

Comments
Loading...