- Advertisement -

“ნუ მოგვანაგავებთ” – თერჯოლელების აქცია იმერეთის გუბერნიასთან

“ნუ მოგვანაგავებთ”, აღნიშნული შინაარსის ტრანსფარანტებით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლოებამ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა ქუთაისი-თერჯოლის საზღვარზე ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტეს.

“იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ნაგავსაყრელი ჩვენს სოფლეში რატომ უნდა გაკეთდეს? ნაგვით დაიფარება და დავკარგავთ პირუტყვის საძოვრებს, სახნავ-სათეს მიწებს და წინაპრების საფლავებს,”- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მყარი ნარჩენების კომპანიასა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის პროექტი უკვე დამტკიცებულია

Comments
Loading...