- Advertisement -

„ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს

☑შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართეს.

☑საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება, მისი გამომწვევი მიზეზები, არსებული გამოწვევები, შესაბამისი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულები და ამ ტიპის დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები.

☑საინფორმაციო კამპანიის – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ მომართვიანობის გაზრდა.

☑მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ყველა რეგიონში.

☑შეხვედრას უძღვებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს განსაკუთებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები : მარიამ ურმაშვილი და თეა გალახვარიძე.

Comments
Loading...