- Advertisement -

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, მონადირეთა მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ამ დროისთვის ოზურგეთის აგრარულ ბაზარში, მონადირეთა მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც „აიპრსს“ მერიის პრესცენტრის უფროსმა ეკატერინე მგელაძემ განუცხადა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რამ გამოიწვია ეს ინციდენტი. მისივე თქმით თვითმხილველებმა თავდაპირველად ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, რასაც ხანძარი მოჰყვა.

„დაშავებულია მაღაზიის მეპატრონე და გამყიდველი, ორივეს სახისა და ზედა კიდურების არეში დამწვრობა აქვთ მიღებული, მათ სასრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პირველად დახმაებას უწევენ,"- განაცხადა ეკატერინე მგელაძემ.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, საპატრულო პოლიცია და სახანძრო ბრიგადა იმყოფებიან.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...