- Advertisement -

ოზურგეთის მერი ბუჩქებს ადაბლებს, მიზეზი ხილვადობის შეფერხებაა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო სადაც ჩანს, რომ ოზურგეთში ბუჩქებს ადაბლებენ. "აიპრესი" აღნიშნული ქმედების მიზეზით დაინტერესდა და ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. 

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ტერიტორია გზაგამყოფი ზოლია, მძოლებს კი პრეტენზიას გამოთქვამდნენ, რომ მაღალი ბუჩქები მათ ხილვადობას აფერხებდა და ავარიულ სიტუაციას ქმნიდა. სწორედ ამ მიზეზით მოხდა მცენარეების დადაბლება. 

Comments
Loading...