- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებთან საინფორმაციო დაფები განთავსდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებთან საინფორმაციო დაფები განთავსდა. პროექტი ოზრგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა განახორციელა,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

საინფორმაციო დაფები მოეწყო სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმთან, სოფელ დვაბზუში – შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, ლიხაურის ციხესთან და სოფელ ცხემლისხიდში – გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმთან.

დაფებზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია დამსახურებული მოღვაწეების ბიოგრაფიები და კულტურული ძეგლების ისტორია.
ტურიზმის განვითარების განყოფილების მიერ, უახლოეს მომავალში, ტურისტულ ზონებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამთო და საზღვაო კურორტებზე საინფორმაციო დაფები და გზის მანიშნებლები დამონტაჟდება.

Comments
Loading...