ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წითელმთა – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 ნოემბერი, 2017 432 წითელმთა – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზუგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ყაზაიშვილმა და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ დაათვალიერეს. მიმდინარეობს 2 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება. პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხებისა და ეზოში გადასასვლელების მოწყობას, მილხიდებისა და გაბიონების მონტაჟს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 1 345 000 ლარი. წითელმთა – მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს სამშენებლო კომპანია „გზამშენი-18.“