- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერმა ქარმა ქალაქის ცენტრში ხეები ამოთხარა და იქვე მდგარ ბუნებრივი აირის მილს დაეცა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოკარ ჯორჯია გაზი ამ წუთებში აწარმოებს. როგორ "აიპრესს" ცენტრის ხელმძღვანელმა გრიგოლ ელიაძემ განუცადა, ამ დროისთვის 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, თუმცა დღის ბოლომდე ყველა მათგანს აღუდგება. ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ქალაქის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები: ბესიკის, იაკობ შემოქმედელის, წულუკიძის და აღმაშენებლის ქუჩებზე სახლებს სახურავი გადახადა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა. მოთხრილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა. სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები, სახურავი ნაწილიბრივ გადაძვრა ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას.

მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. წუხელ გვიან ღამით ადგილზე იმყოფებიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. ამდროისთვის სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას ითვლის. ორგორც მერიაში აცხადებენ ხარჯებს მუნიციპალიტეტი დაფარავს.

Comments
Loading...