- Advertisement -

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა . შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ოჯახის წევრების თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროგაყვანილობაა. 

ადგილზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მერია დაზარალებულ ოჯახს სამშენებლო მასალით დაეხმარება.

როგორც „აიპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...