ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონია მიმდინარეობს ოზურგეთი დამატების თარიღი 15 ივნისი, 2018 197 ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ქართუ“ ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებიან. ცერემონია შეკვეთილში, ატრაქციონების პარკი „ციცინათელას“ გაიხსნით დაიწყო, მოგვიანებით დაბა ურეკის კულტურის სახლში და „მინიატურების პარკში“ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის, ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის და სარეკრიაციო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ტარდება.