ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია ოზურგეთი დამატების თარიღი 18 ივნისი, 2018 186 ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა. "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ, ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, აღნიშნული პიროვნება ენმ-ს მიერ მოწყობილ პროვოკაციაში გამიზნულად მონაწილეობდა"- განაცხადა გიორგი ღორჯომელიძემ. შეგახსენებთ, რომ მჟავანაძემ განაცხადა, რომ გუშინ მასთან მივიდა გუბერნიის თანამშრომელი და ულტიმატუმი წაუყენა. რაც შეეხება, მოშიმშილეების მოთხოვნებს, ღორჯომელიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ემიჯნება და გმობს ძალადობას, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენს.