ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ვიდეო გზამკვლევის “გაცოცხლებული მუზეუმი”-ს პრეზენტაცია გაიმართება ipressოზურგეთი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2018 175 6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართება ვიდეო გზამკვლევის “გაცოცხლებული მუზეუმი”-ს პრეზენტაცია. გზამკვლევი მომზადდა “მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის” პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის დაცვა და პოპულარიზაცია. ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილის-მუზეუმისკენ მიზიდულობის გაზრდა უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტების მხრიდან. ვიდეო გზამკვლევში ქართული ხალხური სიმღერებით გაცოცხლებულია გურიის ეთნოგრაფიული სურათები. ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატების გამოყენებით ეთნო-მუსიკალური მინი სცენები თვალსაჩინოდ და თვალნათლად გვიხატავენ გურულთა ყოფასა და მასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს. პროექტის ავტორი: მაია გელაშვილი პროექტის ხელმძღვანელი: ავთანდილ სურგულაძე • საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს ოზურგეთის წარმომადგენლობა დისკი მომზადდა და გამოიცა გურიის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “გურია TV”-ის მიერ. ქვეგრანტის გამცემი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი”. პროექტის პარტნიორია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დასწრება თავისუფალია ოზურგეთიფოლკლორის ცენტრი