ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ჩვენი საზოგადოების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება ოზურგეთიოზურგეთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 30 მაისი, 2022 8 ოზურგეთი ევროპული ქალაქი იქნება და ჩვენი საზოგადოების და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა. “ როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთის განახლებას და ურბანულ განვითარებას განვაგრძობთ. გამოცხადდა ტენდერი ჭავჭავაძის ქუჩის, ჭადრების პარკისა და თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციაზე. სამუშაოებს, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ ჯამში 11 მლნ ლარი დაიხარჯება” – აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.