- Advertisement -

ოზურგეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს დღეს, ოზურგეთის დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით და ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების 2018 წლის სტრატეგიის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. აღინიშნა რომ სახელმწიფო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც ჩაერთვება და ამავე დროს მნიშნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც. ასევე, მნიშვნელოვანია სამეცნიერო წრეების ჩართულობა და პოტენციალის სრულად გამოყენება.

შეხვედრას დაესწრნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდაშელი, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს. 

Comments
Loading...