- Advertisement -

ოზურგეთში, დაბა ლაითურის მოსახლეობამ, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურის პირველი რაონის მოსახლეობამ, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტა. ადგილობრივებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათი მტკიცებით მძიმეწონიანი მანქანების ინტენსიური გადაადგილება ქუჩებს მნიშვნევლოვნად აზიანებს და ჰაერის დაბინძურებასაც იწვევს. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ოსიკო თოთობაძის განცხადებით, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გზების დეპარტამენტმა 2017 წელს დაიწყო. გასულ წელს, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი სწორედ მაღალი გამავლობის, მძიმეწონიანი თვითმცლელი მანქანების ინტენსიური მოძრაობის შედეგად დაზიანდა და ამის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა არაერთხელ გადაკეტა.

„მუნიციპალიტეტის მერიამ გამოძებნა ალტერნატიული გზა, რომელიც დაბის პირველ რაიონზე გადის. თუმცა, მძიმეწონიანმა მანქანებმა პრობლემები აქაც შექმნა. ოზურგეთი-ნატანები-ურეკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. სამშენებლო სამუშაოების შემდგომ აღნიშნულ გზაზე ე.წ. სასწორი დამონტაჟდება და სატვირთო მანქანების ნაწილი ცენტრალურ გზაზე გადმოინაცვლებს,“- აღნიშნა ოსიკო თოთობაძემ.

Comments
Loading...