- Advertisement -

ოზურგეთში ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი Bzhuzha Race მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი Bzhuzha Race დაიწყო. შეჯიბრებაში ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. წელს პირველად ჩემპიონატში ქართველებიც ასპარეზობენ. კაიაკერები დღეს მდინარე ბჟუჟზე დაეშვნენ.

კაიაკინგის ჩემპიონატი მდინარე ბჟუჟის უნიკალური ტექნიკური მონაცემების გამო ოზურგეთში 2016 წლიდან იმართება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბჟუჟის ხეობის ცნობადობა, მიიქცია ევროპის სპორტული წრეების ყურადღება, რაც Bzhuzha Race-ისთვის ევოპის ჩემპიონატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფები, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor – ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.

Bzhuzha Race-ი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით ტარდება. 

შეჯიბრის გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან.

Comments
Loading...