- Advertisement -

ოზურგეთში მერობის კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ოზურგეთის ცენტრალურ პარკში ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს .

არაგაყალბებას – აქციის მთავარი ლოზუნგია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ წინასააარჩევნო პერიოდი შანტაჟისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს, რაც აუცილებლად უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არჩევნების დღეს გეგმავენ აქციები მოაწყონ და დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ ქალაქის თვითმმართველობას.

მათ დღეს პეტიციასაც მოაწერეს ხელი. მტკიცებულებებს გადასცემენ ძალოვან უწყებებს შესაბამისი რეაგირების მოხდენისთვის.

კონსტანტინე შარაშენიძე დაშინებასა და ზეწოლაში ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებს. დღეს მან საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს მიმართ, რომ შეწყდეს მათ ამომრჩევლებზე ზეწოლა.

Comments
Loading...