- Advertisement -

ოზურგეთში მოსახლეობამ პრემიერთან შეხვედრა უშედეგოდ მოითხოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობდა, სოფელ შრომის მოსახლეობა შეიკრიბა. მათ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.

"სოფლის გაზიფიცირებას, გზების მოწესრიგებას დიდი ხანია ამაოდ ვითხოვთ. გვინდა, პრემიერ მინისტრი უკანონოდ გასხვისებული საკითხითაც დაინტერესდეს. ვცდილობთ, ეს ყველაფერი პირადად ვუამბოთ, მაგრამ სამართალდამცავები მასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევენ"- განაცხადა შრომელმა, ბადრი ბარბაქაძემ. 

გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობის შეკრებას მართული უწოდა და აღნიშნა, რომ ხალხთან დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა

Comments
Loading...