- Advertisement -

ოზურგეთში მრავალბინიან კორპუსებს ქარმა სახურავები გადახადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.სტიქიამ დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში მრავალბინიან კორპუსებს სახურავები გადახადა.
ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, მოთხრილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. ასევე, სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები. სახურავი ნაწილიბრივ გადაძვრა ნაგომრის ადმინისტრაციულ შენობას. ქალაქში ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ბესიკის, იაკობ შემოქმედელის, წულუკიძის და აღმაშენებლის ქუჩების მაცხოვებლები.

ოზურგეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალიდან შეუდგება.

Comments
Loading...