- Advertisement -

ოზურგეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალებით დაეხმარებიან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად 30-მდე ოჯახია დაზარალებული _ ეს განცხადება „აიპრესთან“ ოზურგეთის მერიის პრესცენტრის უფროსმა, ეკატერინე მგელაძემ გააკეთა: 

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელს აღუდგა. რაც შეეხება დაზიანებულ გაზსადენ მილებს, კომპანია "სოკარის" ტექნუკური ჯგუფი მუშაობს და გაზმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება. ზარალის დათვლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მუნიციპალიტეტი მათ სამშენებლო მასალებით დაეხმარება.“

შეგახსენებთ, ოზურგეთში გუშინ საღამოს საათებში ძლიერმა ქარმა საცხოვებელი სახლების სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები.

Comments
Loading...