- Advertisement -

ოზურგეთში 12 საათის მონაცემებით სამი საჩივარია დაწერილი, ამომრჩეველთა აქტივობა 21, 47%-ია

ოზურგეთის მე-60 ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩვნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ოლქში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხოლოდ 3 საჩივარია შემოსული, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.

12 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 21, 47%-ია. ოზურგეთის მერობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იბრძვის.

არცერთ მათგანს ამ დრომდე საკუთარი პოლიტიკური ნება საარჩევნო უბანზე არ დაუფიქსირებია.

Comments
Loading...