- Advertisement -

ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ალაზნის სარწყავ არხში მამაკაცის გვამს მიაკვლიეს

ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ახმეტაში მცხოვრები მამუკა ძებნიაურის გვამს მაშველებმა ცოტახნის წინ ალაზნის სარწყავ არხში მიაკვლიეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მეზობლებმა ბოლოს ის სარწყავი არხის მიმდებარედ შენიშნეს. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მას შემდეგ შეატყობინა,რაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. 41 წლის მამაკაცს მაშველები და ადგილობრივები 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

Comments
Loading...