- Advertisement -

ოთხთვალა ურმის ერთ-ერთი მესაკუთრე ენგური-ზუგიდის გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავეს

ოთხთვალა ურმის ერთერთი მესაკუთრე სოფო მიქია ენგური -ზუგიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავეს.როგორც დაკავებისას შსს-ს წარმომადგენელმა ლაშა ვეკუამ განაცხადა მიქია დაკავებულია ადმინისტრაციული წესით რადგან მას გზის გადაკეტვისცდელობა ქონდა.ადგილზე მობილიზებულია პოლიციას.გაფიცვა ამდრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, ენგურის ხიდთან ოთხთვალა ურმების, მიკროავტობუსებისა და ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ და მომხმარებლები არ ჰყავთ, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ სამი მიკროავტობუსის მძღოლი საჭირო კავშირებით ახერხებს შესვლას.  

 
Comments
Loading...