- Advertisement -

ოკუპირებულმა სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 103 ახალი შემთხვევა დაადასტურა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, Covid-19-ით დაავადებული კიდევ 2 პაციენტი, 81 და 57 წლის ქალი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის აღნიშნულ კლინიკაში 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 14 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურში 35 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში – 21, გაგრაში – 17, ტყვარჩელში კი 9.
სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 15 952 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 15 134, კორონავირუსით გარდაცვლილია 241 ადამიანი.

Comments
Loading...