- Advertisement -

ოკუპირებულ აფხაზეთის გალის რაიონში ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ოკუპირებულ აფხაზეთის გალის რაიონში, ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრების დასახლებულ პუნქტებსა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციად გალის ტელევიზია ავრცელებს.
მათი ცნობით, ზემო ბარღების, სიდას და რეფის ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის ძლიერი ქარის გამო ლოკალიზება ვერ მოხერხდა.

Comments
Loading...