ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ქალაქ ბაღდათში მასშტაბური გარბენით აღინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 24 ივნისი, 2018 220 ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, მასშტაბური გარბენით აღინიშნა. თითქმის ერთ კილომეტრიანი დისტანციის გარბენა, სხვადასხვა ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლო. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ ყველაზე უფროს და ყველაზე უმცროს მონაწილეს, მედლები და სიგელები გადაეცათ. გარბენი ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო. ოლიმპიზმის დღე 23 ივნისს 1948 წლიდან აღინიშნება. 70 წლის წინ ამ დღე პირველად გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენი მოეწყო.