- Advertisement -

ომბუდსმენმა ქვემო ქართლის სკოლებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გამო მუნიციპალიტეტებს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა სკოლების უსაფრთხო წყალთა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის უფლებით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ მარნეულის, წალკის, გარდაბნისა და დმანისის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში 2018 წლის ივნისში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასკოლო გარემო და ინფრასტრუქტურული პირობები, ისევე როგორც, წყლის ხელმისაწვდომობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მხრივ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და გადაუდებელ მოწესრიგებას საჭიროებს, რაც შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

 

Comments
Loading...