- Advertisement -

ონის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

ქალაქ ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგეგბობასთან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება. 

პროექტის ფარგლებში, დაახლობით 1, 300 მ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ქსელი მოეწყო. სამუშაოების დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობის ნაწილი, ამინდების გაუარესების პერიოდში, სასმელ წყალს გაუმჯობესებული, ხოლო ადგილობრივების 70% -ი 20-24 საათიან გრაფიკით მიიღებს. 

ონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.

ამინდების გაუარესების შედეგად, ქვედრულას სათავე ნაგებობიდან წყლის დებიტის შემცირების გამო, 550-ზე მეტი ოჯახი წყალმომარაგების გარეშე რჩებოდა, ხოლო უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებოდა. 

Comments
Loading...