- Advertisement -

ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები თელავში, მათზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

ოპოზიციის მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარავი აქვთ გაშლილი, მსვლელობით პოლიციის დეპარტამენტის თელავის სამმართველოსთან გადაინაცვლეს და ორი დღის წინ, თეატრთან მომხდარი ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს.

აქტივისტების განცხადებით, 13 დეკემბრის საღამოს, როდესაც ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ,მათთან ადგილობრივების ჯგუფი მივიდა, შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. აქტივისტები სამართალდაცავებს ფაქტზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“მერთან შეხვედრას იმ ინციდენტის გამო ვითხოვდით, რომლებიც ორი დღის წინ თეატრის შენობასთან მოხდა. მოვიდა რამდენიმე ადამიანი და დაგვემუქრა. მერიისგან ვითხოვდით აღნიშნულზე განმარტებას, ახლა კი სამართალდამცველებისგან ვითხოვთ დროულ რეაგირებას,,.- განაცხადეს აქტივისტებმა პოლიციის შენობასთან სიტყვით გამოსვლისას.

13 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე, პოლიცია გამოკითხვებს აწარმოებს. გამოკითხვაზე, ინციდენტის ერთ- ერთი მონაწილე და ოპოზიციის მხარდამჭერი იმყოფებიან.

Comments
Loading...