- Advertisement -

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის გაყალბებაში ადანაშაულებს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული სამტრედიაში მცხოვრები ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბეებაში ადანაშაულებს.

შვილმკვდარი მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ გადაეხადათ.

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის გადაკეტვას, თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციების გამართვას და სამტრედიის მუნიციპალიტეტში არჩევნების ჩაშლას აანონსებს, იმ შემთხვევაში თუ ერთ კვირაში კონკრეტულ კითხვებზე, ოჯახს კონკრეტული პასუხები არ ექნება.

31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ სვამდა.

Comments
Loading...