- Advertisement -

ოქუაშვილი:მინდა დაუჭირო მხარი იმ კანდიდატურას, რომელიც აჭარისთვის იქნება საუკეთესო

აჭარის უმღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის" კვოტით წარმოდგენილი დეპუტატი მხარს უმრავლესობის მიერ წარმოდვენილ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს დაუჭერს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა ოქუაშვილმა პრეზიდენტთან კონსულტაციის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ყველა საკითხში წიანააღმდეგობას, ის ამ შემთხევავში მხარს რეგიონის კეთილდღეობას უჭერს.

"იქნება ალბათ სესიაზე განხილვა, ჯერჯერობით მინდა ახლოს გავეცნო ახალი კანდიდატის დამსახურებას აჭარისთვის. ვიცით რომ ჰესის მშენებლობაში იყო ჩართული, ახალგაზრდა კაცია. ახლა ვფიქრობ რომ ვიყო პოზიტიურად განწყობილი, იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცია.

უმრავლესობა ასახელებს მის კანდიდატურას და ალბათ უფრო იცნობს მის დამსახურებებს. მე არავარ ის ოპიზიცია რომელიც იაფად ავლენს მის ოპოზიციონერობას. მინდა დაუჭირო მხარი იმ კანდიდატურას რომელიც აჭარისთვის იქნება საუკეთესო." – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

ამ წუთებში ორეზიდენტი კონსულტაციას "ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს" წევრთან გადის. მოგვიანებით კი გიორგი მარგველაშვილი მურმან დუმბაძესა და მედა ვასაძეს შეხვდება.

Comments
Loading...