- Advertisement -

ოჩხამურში დასუფთავების აქცია გაიმართა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი კამპანია „ჩვენ გარემოსთვის“ გრძელდება. დღეს დაბა ოჩხამურში დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიება ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ოჩხამურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაბის სკვერი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთვეს.

კამპანიის ფარგლებში ქობულეთის მუზეუმის, განათლების რესურსცენტრისა და ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით გარემოსდაცვითი ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ინტენსიურად იმართება. პერმანენტულად ეწყობა დასუფთავების აქციები როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში.
კამპანია „ჩვენ გარემოსთვის“ პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაზა II-ის ფარგლებში CENN-ისა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

Comments
Loading...