- Advertisement -

ოჩხამურში სოციალური სახლის მშენებლობა მალე დასრულდება

დაბა ოჩხამურში სტიქიით შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი მალე ახალი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტის შესაბამისად ორსართულიანი შენობა აშენდა. ჩაისვა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა კომუნალური გაყვანილობები, შენობა თუნუქით გადაიხურა. ამ ეტაპისთვის შენობის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საერთო საცხოვრებელი სიძველის გამო იყო ამორტიზირებული, რომლის მდგომარეობაც გასულ წელს ქარიშხლის შედეგად დამძიმდა.

პროექტის განსახორცილებლად 265 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

Comments
Loading...