- Advertisement -

”ოცნების” ყოფილი გამგებელი დმანისში უსუფაშვილის პარტიის გამგებლობის კანდიდატი იქნება

„დმანისში ჩვენს გუნდს ჩვენი თანამებრძოლები შეუერთდნენ, რომლებთან ერთადაც ჩვენ 2012 წელს შევცვალეთ ხელისუფლება და დავასრულეთ თავისუფალ მოქალაქეზე მოძალადე რეჟიმი, მაგრამ როგორც ჩანს სისტემა ისევ აგრძელებს რეპრესიებს“ განაცხადა დავით უსუფაშვილმა დმანისში ყოფნისას

მისი თქმით ადამიანები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში ერთგულათ ემსახურებოდნენ დმანისს და 2012 წელს გადამყწვეტი წვლილი შეიტანეს ქართული ოცნების გამარჯვებაში, არათუ აღარ დასჭირდა ხელისუფლებას, არამედ მათ წინააღმდეგ ისევ რეპრესიული მანქანა აამუშავა

„ყველაფერი რაც გვახსოვდა იმ ავადსახსენებელ წლებში დღეს დმანისში განმეორდა, ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ ის რომ რეჟიმი დაბრუნდეს , ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისათვის რომ სისტემა, რომელიც ისევ ცდლილობს ებრძოლოს თავისუფალ არჩევანს, თავისუფალ მოქალაქეს, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა რომ დმანისში მიმდინარე პროცესების შესახებ საქმის კურსშია უწყებათა შორისი კომისია, მედია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება. შენების მოძრაობა მიმართავს ყველა კანონიერ საშუალებას რომ გამოძებულ იქნას პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფაქტი და მასზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

დმანისში დავით უსუფაშვილი კახა შარტავა და მოძრაობის სხვა ლიდერებიც იმფოფებოდნენ

შენების მოძრაობას დმანისში მოქმედი გამგებელი და ქართული ოცნების წევრი გოგი ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი, გამგებლის პირველი მოადგილე ზაზა გოშუანი და საკრებულოს დეპუტატები შეუერთდნენ. მათი განცხადებით ქართულმა ოცნებამ მათ მისამართით დაიწყო იგივე რეპრესიები, რასაც მათ წინააღმდეგ 2012 წელს ყოფილი ხელისუფლება აწარმოებდა.

გოგი ბარბაქაძის თქმით ისინი ქართული ოცნების წევრები და დამფუძნებლები იყვნენ 2012 წლიდან და ვინც თავის დროზე მათ ნაციონალური მოძრაობის სახელით ებრძოდა ახლა ქართული ოცნების სახელით ცდილობს მათზე ზეგავლენის მოხდენას.

დმანისის გამგებელმა საკრებულოს თავმჯდოამრემ და სხვა წევრებმა დღეს ქართული ოცნების დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს და სალოქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი დოკუმენტები შეიტანეს რითაც ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე შენების მოძრაოიბის სახელით იბრძოლებენ.გოგი ბარბაქაძე შენების მოძრაობის მერობის კანდიდატი იქნება.

Comments
Loading...