- Advertisement -

პაატა ლაგვილავა: ლაშა გოგია არასდროს ყოფილა “ნაცმოძრაობის” წევრი

"გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ თითქოსდა ლაშა გოგია არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი. განვმარტავთ, რომ ეს არის სიცრუე და ლაშა გოგია, არასდროს ყოფილა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი,"-ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა კახა მიქაიას ბრალდებებს.

"ლაშა გოგია 2005-07 წელბში იყო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა პარტიის წევრი არ ყოფილა. ლაშა გოგიამ თანამდებობა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა და კერძო ბიზნესში გადავიდა.

კახა მიქაიას და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიქაია ,,ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია და ის წლების განმავლობაში როლანდ ახალაიას აგენტი იყო. მათი ცრუ განცხადებები მიზნად ისახავს ,,ქართული ოცნების“ უალტერნატივო კანდიდიატის დისკრიმინაციას.

მიქაიმ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის ე.წ. მოწმობები წარმოადგინა, რომელიც იმდენად არაპროფესიონალურ დონეზე იყოგაყალბებული, რომ ბარათს არა 2004 წელს გადაღებული, არამედ 2016 წელს გადაღებული ფოტო ქონდა დართული.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ლაშა გოგია არასდროს ყოფილა პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“წევრი. ის მხოლოდ ერთი პარტიის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრია და ამ პარტიაში 2011 წლიდან ირიცხება,-აღნიშნულია ლაგვილავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...