- Advertisement -

„პანდემია ჩვენს ცხოვრებაში“ – ზესტაფონის მერიამ ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეული ფოტოგამოფენა – კონკურსით გახსნა

მსოფლიო პანდემია, რომელმაც შეცვალა მთელი სამყაროს დღის წესრიგი და კაცობრიობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, მერიის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენის მთავარი თემა იყო.

ფოტოკონკურსში 14 – 29 წლის ასაკის ფოტომოყვარულები იღებდნენ მონაწილეობას. ფოტონამუშევრებს შორის 5 საუკეთესო ფოტოს ავტორი შეირჩა, რომლებსაც მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო და სიგელები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ გადასცეს.
„3 მარტი, დედის დღე, მერიის მიერ ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში, ფოტოკონკურსით გავხსენით. ყველა დედას მინდა მივულოცო ეს დღე. ჯანმრთელობა და ბედნიერება მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. დღეს მსოფლიო ისევ ებრძვის გლობალურ პანდემიას. ჩვენც შევუერთდით ამ კამპანიას და ფოტოგამოფენა სწორედ მსოფლიო გლობალური გამოწვევის თემატიკით მოვაწყვეთ“.
ფოტოგამოფენას ის ქალბატონებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დღემდე დგანან პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ დედის დღეს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მერიის მიერ ორგანიზებულ ქალთა დღესასწაულებს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც შეურთდა. 3- 4 მარტს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომცემლობის მოძრავი მაღაზია, წიგნების პრეზენტაციას, გამოფენენა – გაყიდვას და სხვადასხვა სახის გათამაშებებს გეგმავს. როგორც გამომცემლობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია, პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად, გამომცემლობამ არ გაწყვიტოს აქტიური ურთიერთობა და კომუნიკაცია მკითხველთან.

Comments
Loading...