- Advertisement -

პანკისის ერთ-ერთი უხუცესი: პილიციაში გვითხრეს, რომ ჰესისი მშენებლობის წინააღმდეგობას აზრი არ აქვს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ალაზანზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა, ხეობის არცერთი უხუცესი არ დასწრებია.

ერთერთი უხუცესის ინფორმციით, გასულ კვირას დუისის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს ის უხუცესები,რომლებიც მედიასთან ურთიერთობით და აქტიური განცხადებებით გამოირჩევიან.

"შეხვედრაზე შვიდი უხუცესი ვიყავით, შეხვედრას პოლიციის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.გვითხრეს,რომ ჰესის მშენებლობა სახელმწიფოებრივ ინტერესშია და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. აგიტაციის გაწევა და ხეობის მოსახლეობის აზრზე გავლენის მოხდენა ჩვენი მეშვეობით უნდოდათ. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენი ხალხი ამისთვის მტრად გამოგვაცხადებდა და უარი ვუთხარით.

ჩვენც წინააღმდეგი ვართ და ხალხის აზრს ვიზიარებთ. შევთავაზეთ,თავად ახალგაზრდებს და ხეობის ხალხს დალაპარაკებოდნენ. პირდაპირი მუქარა არ ყოფილა,თუმცა ქვეტექსტი მაინც მუქარის შემცველი იყო. “ – ასე განმარტა ერთ -ერთმა უხუცესმა აქციაზე არდასწრების მიზეზი.

~ადგილობრივი ახალგაზრდობა კი უხუცესების აქციაზე მოუსვლელობის მიზეზად მათსა და ხელისუფლებას შორის ალიანსს ასახელებს

Comments
Loading...