- Advertisement -

პანკისის მკვიდრი ბესლან წუწაშვილის პოვნაში ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს

პანკისის ხეობის მკვიდრის, ბესლან წუწაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოკვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ წუწაშვილმა 6 ივნისს საქართველოს საზღვრი გადაკვეთა, თუმცა მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე გაურკვეველია. 

წუწაშვილის დედა ხეობიდან დღეს თბილისში ჩასვლას და სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

"ჩემი შვილი არის საქართველოს მოქალაქე. ის რომ ტერორისტი ყოფილიყო, ამათ უნდა დაეკავებინათ. საკუთარი მოქალაქის ბედით ხომ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო "- აცხადებს ლეილა უმაროვა.

ბესლან წუწაშვილის თანმხლები პირების ინფორმაციით, წუწაშვილი ორი კვირის წინ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა ბიურომ დააკავა. ოჯახი 28 წლის ბესლან წუწაშვილის პოვნაში დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.

Comments
Loading...